ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში დაასახელებს

ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში დაასახელებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ ან ზეგ დაასახელებს.

„მიმდინარე კვირაში, ხვალ ან ზეგ დასახელდება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მათ ვინაობას კოალიციის ლიდერი დაასახელებს. რაც შეეხება მურმან დუმბაძეს, მაშინ, როცა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა, დუმბაძე თბილისში ფიზიკურად არ იყო და ამიტომ ვერ მოვიდა წარდგენისას“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.