„მწვანე მილის“ ვარსკვლავი ჰოსპიტიზირებულია  (VIDEO)

„მწვანე მილის“ ვარსკვლავი ჰოსპიტიზირებულია (VIDEO)

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, მაიკლ კლარკ დუნკანს, მოულოდნელად გული გაუჩერდა, მას მეგობარმა გოგონამ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და სასწრაფოც გამოიძახა. მსახიობი გადარჩა, თუმცა ის ამ დრომდე საავადმყოფოშია და  რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, უცნობია გულის შეტევის გამომწვევი მიზეზები. მაიკლი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სასტიკი წინააღმდეგია, შესაბამისად მათი ზემოქმედების  ქვეშ არ იმყოფებოდა.

54 წლის ამერიკელი მსახიობს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ფილმმა „მწვანე მილი“ სადაც მისტიკურ პერსონაჟს ჯონ კოფის თამაშობს. 1999 წელს მაიკლია ამ ფილმისთვის „ოსკარის“ ნომნაციაზე იყო წარდგენილი. გარდა ამისა, მან ითამაშა ფილმებში: „მაიმუნების პლანეტა“, „ცხრა იარდი“, „კუნძული“, „დინოტოპია“, „ამერიკული ოცნება“ და ა.შ.