„ფსიქოლოგთა ასოციაციისა“  და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ივანიშვილს 43% სააკაშვილს კი, 29%  უცხადებს ნდობას

„ფსიქოლოგთა ასოციაციისა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ივანიშვილს 43% სააკაშვილს კი, 29% უცხადებს ნდობას

 

„ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს შესახებ კვლევა ჩაატარა.

„ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის“ კონსულტანტის, პაატა ზარდიაშვილის განცხადებით,  კვლევა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და ამჟამად  მონაცემთა საბოლოო დამუშავება მიმდინარეობს.

კვლევის საბოლოო შედეგები 2 კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა როგორც ზარდიაშვილი აღნიშნავს, პირველად შედეგებზე უკვე საუბარი შეიძლება.

„კვლევა მხოლოდ გუშინ დასრულდა და საბოლოო შედეგებზე საუბარი გამიჭირდება, ვინაიდან მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს, მაგრამ პირველადი შედეგი არის ის, რომ მოქალაქეები საკუთარი პრობლემების მოგვარებაში უფრო იმედიანად არიან განწყობილნი კოალიცია „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ,  მისი რეიტინგი 43%-მდე ავიდა.  მმართველ გუნდს და საქართველოს პრეზიდენტს კი 29%  უცხადებს ნდობას. გამოკითხულთა დაახლოებით, 30%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა“, -  განაცხადა პაატა ზარდიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ძირითად პრობლემებად უმუშევრობას, სამუშაო ადგილების არარსებობას და სოციალურ პრობლემებს ასახელებს.

როგორც ზარდიაშვილმა განაცხადა, კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 2500 რესპონდენტი გამოიკითხა.