NDI:  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის  ნინო ბურჯანაძის საქმიანობა გამოკითხულთა 18% ძალიან ცუდად  შეაფასა

NDI: „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის საქმიანობა გამოკითხულთა 18% ძალიან ცუდად შეაფასა

NDI-ის კვლევის მიერ,  გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში, რომელიც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ მედიის წარმომადგენლებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს  გააცნო ნათქვამია, რომ  გამოკითხულთა 18% „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის საქმიანობას ძალიან ცუდად, 6%,  გია თორთლაძის საქმიანობას ძალიან ცუდად, 5% სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და თავდაცვის ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს,  რესპოდენტების 4% კი მიიჩნევს, რომ ყველაზე ცუდად თავის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახორციელებს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 3-3% კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის კობა სუბელიანის, ქდმ-ის ლიდერ გიორგი თარგამაძისა და თბილისის მერ გიგი უგულავას საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს.

ასვეე რესპოდენტების 2%, ახალი პრემიერის ვანო მერაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერ ირაკლი ალასანიასა და ცსკ-ის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშილის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის საქმიანობას ძალიან ცუდად მხოლოდ 1% აფასებს.