NDI: საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში,  „ნაც. მოძრაობას“  36%  „ქართულ ოცნებას“ კი,  18 % უჭერს მხარს

NDI: საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, „ნაც. მოძრაობას“ 36% „ქართულ ოცნებას“ კი, 18 % უჭერს მხარს

NDI-ს კვლევის თანახმად – კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხული რესპონდენტებიდან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ  36% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“,  18 % - კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 4% - არც ერთ პარტიას, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 1 % - სხვა ოპოზიციას.

სხვა ოპოზიცია მოიცავს შემდეგი პარტიების ჯამს – „ლეიბორისტული პარტია“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქართული დასი“, „თავისუფალი საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“, „თეთრები“, „ევროპელი დემოკრატები“ და „საქართველოს დემოკრატიული პარტია“.

აღნიშნულ კითხვაზე რესპონდენტთა 22% აცხადებს, რომ არ იცის, 16 % კი – პასუხზე უარს ამბობს.

ამასთან NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განმარტებით, წინა კვლევასთან შედარებით 11%-ით დაკლებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელი, 8%-ით გაზრდილია კოალიცია „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი.