კვლევის თანახმად საზოგადოების 92% პატრიარქი მოსწონს

კვლევის თანახმად საზოგადოების 92% პატრიარქი მოსწონს

საზოგადოებას ყველაზე მეტად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, თბილისის მერი და საქართველოს პრეზიდენტი მოსწონთ.

ამის შესახებ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

პატრიარქი გამოკითხულთა – 92%-ს, გიგი უგულავა – 60%-ს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი გამოკითხულთა 58%-ს მოსწონს. მოწონებულთა სიაში აღმოჩნდა ასევე პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილი და ის გამოკითხულთა 55%-ს მოსწონს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძე – 53%, ხოლო ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი, გიორგი თარგამაძე – 50%-ს. 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს იგი გამოკითხულთა 46%-ს მოსწონს და როგორც NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო აღნიშნავს, ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მოსწონს წინა მაჩენებლთან შედარებით გაზრდილია.რაც შეეხება გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, დავით ბაქრაძესა და გიორგი თარგამაძეს ლუის ნავაროს ინფორმაციით, მათი მოწონების მაჩვენებლებმა წინა კვლევებთან შედარეით დაიკლო. 

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, ინგა გრიგოლია მოსწონს 45%-ს, ნიკა გილაური – 43%ს, დიმიტრი შაშკინი – 35%, მაგდა ანიკაშვილი – 34%, ვერა ქობალია – 34%, სოზარ სუბარი – 33%, ირაკლი ალასანია – 32%, გიორგი ახვლედიანი – 29%, ეკა ბესელია – 27%, თინა ხიდაშელი – 26%, კახა შარტავა – 23%, ზვიად ძიძიგური – 23%, ჯონდი ბაღათურია – 22%, გუბაზ სანიკიძე – 22%, დავით გამყრელიძე – 21%, კობა დავითაშვილი – 20%, დავით უსუფაშვილი – 20%, შალვა ნათელაშვილი - 19%, ლევან ვეფხვაძე – 19%, გიორგი ტუღუში – 19%, გიგა ბოკერია – 16%, გიორგი ცაგარეიშვილი - 15%, კახა კუკავა – 15%, მამუკა კაციტაძე – 13%, მანანა კობახიძე – 12%, ნინო ბურჯანაძე – 12%, დიმიტრი ლორთქიფანიძე – 11%, თემურ შაშიაშვილი 11%, პაატა დავითაია – 10%, ზურაბ ტყემალაძე – 10%, გია თორთლაძე – 10%, ბაჩუკი ქარდავა – 9%, თეა წულუკიანი – 8%, გურამ ჩახვაძე, ზურაბ ხარატიშვილი და ლევან ბეჟაშვილი – 5-5%-ს. 

კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს მინუს 2%-ია.