ვლადიმერ უგულავა „ქართუ ჯგუფის“ დირექტორთა ახალ შემადგენლობას დღეს დაასახელებს

ვლადიმერ უგულავა „ქართუ ჯგუფის“ დირექტორთა ახალ შემადგენლობას დღეს დაასახელებს

სს „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების ახალი შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართუ ჯგუფის“ იძულებითმა  მმართველმა ვლადიმერ უგულავამ განუცხადა.

უგულავა „ქართუ ჯგუფის“ იძულებით მმართველად სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინიშნა, ის უკვე ჯგუფის თანამშრომლებას შეხვდა.მისი თქმით, პირველი სამუშაო დღე საკმაოდ ნორმალური იყო, თუმცა აღნიშნა, რომ საქმე ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.

ვლადიმერ უგულავამ სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებთან ირაკლი ზარქუასთან და როინ ცაციაშვილთან ერთად, „ქართუ ბანკის“ დირექტორატის შემადგენლობა დაითხოვა, სულ 8 თანამშრომელი. „ქართუ ჯგუფში“ დაცვის თანამშრომლებიც შეიცვალნენ.

ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული ქონება „ქართი ჯგუფის“ აქციათა 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.71% საჯარო აუქციონზე იყო გატანილი, თუმცა, არ გაიყიდა. ამის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნულ კომპანიებში იძულებითი მმართველის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა, რომელიც მესაკუთრის ყველა უფლებით ისარგებლებს. მმართველობის პერიოდი მოვალის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ვალს,