„ხელისუფლებას, ახალი ჰესების მშენებლობის უფლება ქვეყნის ენერგეტიკისთვის გაცილებით ცუდი პირობით გაუცია, ვიდრე ვუშვებდი“

„ხელისუფლებას, ახალი ჰესების მშენებლობის უფლება ქვეყნის ენერგეტიკისთვის გაცილებით ცუდი პირობით გაუცია, ვიდრე ვუშვებდი“

ხელისუფლება ახალი ჰესების მშენებლობის პროგრამით ძალზე ამაყობს. ხელისუფლებისეულ აღნიშნულ პროგრამას დასაწყისიდანვე ვუწოდებდი საქართველოს ჰიდრორესურსის განიავებას. ამ შეფასებას მხოლოდ ზოგადი სატენდერო პირობების შეფასების საფუძველზე ვაკეთებდი, რამდენადაც უცხო ინვესტორებზე ახალი ჰესების მშენებლობის გაცემის ხელშეკრულებებზე ხელი არ მიმიწვდებოდა.

ორიოდე დღის წინ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გადმომიგზავნა ხუდონჰესის მშენებლობის უფლებაზე ინვესტორსა და ხელისუფლებას შორის 2011 წლის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე (ცხადია სხვა ჰესების მშენებლობის უფლებაც ხელისუფლების მიერ მეტნაკლები ანალოგიური პირობებით იქნება გაცემული) შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას, ახალი ჰესების მშენებლობის უფლება ქვეყნის ენერგეტიკისთვის გაცილებით ცუდი პირობით გაუცია, ვიდრე ვუშვებდი, როდესაც პროცესს საქართველოს ჰიდრორესურსის განიავებად ვაფასებდი.

ხუდონჰესის მშენებლობის უფლების გაცემის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იგი დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

სხვა რა უნდა ეწოდოს პირობას, რომ ხუდონჰესის მიერ გენერირებული ენერგიიდან ქვეყანას არაფერი ერგება, „გარდა“ იმისა, რომ ზამთარში სამი თვის მანძილზე გენერირებული ენერგია საქართველომ უნდა შეიძინოს არანაკლებ სამჯერ უფრო ძვირად ვიდრე არსებული გენერაციის ფასია?

პოლიტიკოსები უნდა ხვდებოდნენ ეს რას ნიშნავს ჩვენი ენერგეტიკისთვის!