ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარებისა და მონანიების ძალაც შეგვწევს

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარებისა და მონანიების ძალაც შეგვწევს

გორში, კომბინატის დასახლებაში "ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს.  აქცია ზუსტად 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებს ამ წუთებში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მიმართავს.

 კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას, ქართველთა და ოსთა ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რო ქართველ ერს შესწევს საკუთარი შეცდომების აღიარების, მონანიებისა და პატიების ძალაც.

 ”ჩვენ საქართველოს გულში ვდგავართ და ეს გული ახლა ნაიარევია, უკვე ოცი წელი გადის და ეს იარა ვეღარ ყუჩდება. ამ ჭრილობას სულის შებერვით ვერ მოაშუშებ, მას არც ტკივილს გაყუჩება უშველის, ამ ჭრილობას სასწრაფოდ უნდა ვუმკურნალოთ, პირი შეიკრას და შეხორცდეს, მაგრამ დაღუპულებს ვერავინ დაგვიბრუნებს.

თუ გვინდა, რომ ჭრილობამ პირი შეიკრას, ჯერ ჩვენ შევკრათ პირი დღეს აქ, ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას!  ჩვენ შევძლებთ არა მარტო პატიებას, ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარებისა და მონანიების ძალაც შეგვწევს”,-განაცხადა ივანიშვილმა.