ტომ კრუზი ბრიტანულ ტაბლოიდებს სასამართლოში უჩივის

ტომ კრუზი ბრიტანულ ტაბლოიდებს სასამართლოში უჩივის

ტომ კრუზის ადვოკატი ბერტ ფილდსი ბრიტანულ ტაბლოიდ The National Enquirer-ს ცილისწამებასა და მსახიობის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევაში ადანაშაულებს.

მასალა, რომელზე კრუზის ადვოკატი საუბრობს ჟურნალ The National Enquirer - ში, 2012 წლის 11 ივლისს, გარეკანზე დაიბეჭდა. ადვოკატი ჟურნალის გარეკანზე ყველა გამოტანილ ფრაზას ცრუს და ცილისმწამებლურს უწოდებს.

The National Enquirer - ის გარეკანზე დაიბეჭდა ტომ კრუზისა და კეიტ ჰოლმსის ფოტოები, მათივე სახლის ფონზე. წარწერით: საშინელებები ტომის სახლში! შეურაცყოფა, სისასტიკე, დამცირება“.  გარდა ამისა, ჟურნალის გარეკანზე მსახიობს „ნამდვილ მონსტრს“ უწოდებენ. სტატია  ტომის ოჯახურ ცხოვრებას ეძღვნება, ქეითისა და ტომის განქორწინების მიზეზებისა და  დეტალებზე.

სტატიაში ნათქვამია, რომ კრუზი ოჯახში საშინელი მონსტრი იყო, შეურაცხყოფას  აყენებდა ქეითს და ცუდად ექცეოდა საკუთარ ქალიშვილს. დაიწერა ისიც, რომ ოთახს სადაც სური ცხოვრობს ფანჯარაც კი არ ჰქონდა და ბავშვი იქიდან თვეების განმავლობაში არ გამოჰყავდათ. სტატიაში ხაზს უსვამდნენ, რომ ტომის, მოსამსახურე, მებაღე, დაცვის წევრები და სხვა ოჯახის ახლობლები საიენტოლოგები იყვნენ.

ამტკიცებდენ, რომ ქეთისა და კრუზის ურთიერთობის გაუარესების მიზეზი სწორედ საიენტოლოგია გახდა. ეს ფილოსოფია ეფუძნება სწავლებას, რომლის მიხედვითაც, ადამიანები უკვდავი არსებები არიან, რომელთაც თავიანთი არსებობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა დაკარგეს. 

ტომ კრუზი ამ ფილოსოფიის მიმდევარია, რამაც ქეთი ბოლო დროს სერიოზულად შეაშფოთა. მისი შიშის მთავარი მიზეზი კი ის გახდა, რომ ტომს გადაწყვეტილი ჰქონდა მათი ექვსი წლის გოგონას, სურის დახურულ საიენტოლოგიურ სკოლაში მიბარება. მსგავს სასწავლო დაწესებულებებში ბავშვები სწავლობენ და ცხოვრობენ მშობლებისგან დამოუკიდებლად. ჰოლმსს ეშინია შვილის გამო და ამიტომაც ის არა მარტო განქორწინებას ითხოვს, არამედ ტომისთვის მამობის უფლების ჩამორთმევასაც. 

სტატიაში მოყვანილია ექსპერტის აზრი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტომი არის ადამიანი მონსტრი, რომელიც ცოლსაც სცემს და შვილსაც არასწორად ზრდის. კრუზის ადვოკატი სტატიაში გამოთქმულ ყველა მსოაზრებას სიცრუეს და აბსურდულს უწოდებს.  

ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის განქორწინებამ ყვითელი პრესის ყურადღება ზედმეტად მიიპყრო. თავად ჟურნალი The National Enquirer-სთვის კი, ეს სკანდალი პირველი არ არის.