ყარყარაშვილი: კონფრონტაციის საფუძველია შემდეგი სიტყვები -„თქვენ რუსები გინდათ

ყარყარაშვილი: კონფრონტაციის საფუძველია შემდეგი სიტყვები -„თქვენ რუსები გინდათ"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.

„2010 წელს, ერთი ქვა რომ გაისროლა სამოქალაქო ფრონტის წარმომადგენელმა 10-მა საელჩომ გააკეთა განცხადება, რომ ძალადობას გმობენ. ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ დემოკრატიულ არჩევნებს მიესალმებიან, დემოკრატიული არჩევნები არ შეიძლება გადაიქცეს მტრობის  საფუძვლად. პირადად მე მტერი არ მყავს ხელისუფლებაში, მაგრამ ვარ უკმაყოფილო გარკვეული მიზეზებისა და სისასტიკის გამო“, - აღნიშნა ყარყარაშვილმა.   

გია ყარყარაშვილი მიიჩნევს, რომ კონფრონტაციის საფუძველია შემდეგი სიტყვები -„თქვენ რუსები გინდათ“.

„ამგვარი სიტყვები ჩემთვის ნამდვილად არ უთქვამთ, იმიტომ რომ ეს უკვე შეურაცყოფა კი არ იქნებოდა, არამედ დაბალ ინტელექტს წარმოაჩენდა“- აღნიშნა ყარყარაშვილმა დღეს for.ge-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე.    

იგი კარალეთში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არც ერთ მონაწილეზე ცუდად არ იტყვის იმიტომ, რომ უმრავლესობა მისი თანამებრძოლი იყო.

„2003 წელს, როდესაც პარლამენტში ვიყავი, შეწყალების კომისიის საკითხებზე მუშაობისას ზოგიერთი ჩემი შუამდგომლობით არის ციხიდან გამოშვებული და ნამდვილად არ ვნანობ,“, - აღნიშნა ყარყარაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ რომელიმე ჩასახლების ადმინისტრაციის თანმშრომლს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაშლის ხის ჩრდილში აქვთ გატარებული, ხვალ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რომ შეიცვალოს, ვაშლს რუსეთში სიხარულით გაიტანს.

მისივე თქმით, ვაშლის გამყიდველის აზროვნებაზე ცოტა მეტი რომ ესმის, ამაში დარწუმუნებლია.

ყარყარაშვილის განმარტებით,  საქართველოს ოკუპაციაში დაადანაშაულო ირაკლი ალასანია, თეა წულუკიანი, კახა შარტავა და ბერძენიშვილები, გაუმართლებელია.