საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, აქციაზე დაკავებულ დავით ხომერიკთან დაკავშირებით, რომელიც აფეთქების მომზადების ბრალდებით არის დაკავებული და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პოლიტიკური შეფასებების თემაა.
მმართველი გუნდის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს ექსტრემიზმის მასშტაბს, რომელიც აქციებზე დაფიქსირდა.
"პოლიტიკას საერთოდ რომ დავანებოთ თავი, არ შეიძლება ვინმე, ეს ევროკავშირის წარმომადგენელი იქნება თუ ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი, მხარს უჭერდეს იმას, რაც ქუჩებში ხდებოდა. ყველამ კარგად იცის, რომ დაპირისპირების ის ფორმა, რომელიც ვიხილეთ, ნებისმიერ დემოკრატიაში არის არათუ მიუღებელი, არამედ სასტიკად დასჯადი. აქედან გამომდინარე, როდესაც ხედავ რომ მოლოტოვის კოქტეილი შევიდა საქმეში იმ ადამიანების მხრიდან, რომლის მობილიზებასაც ახდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც შენ აფინანსებ, რასაკვირველია, გმართებს ხმის ამოღება, რომ დაიცვა ევროპის ინტერესი, აქ მხოლოდ საქართველოს ინტერესზე არ არის საუბარი და დადგე იმ პოზიციაზე, რასაც სამართლიანობა ჰქვია. საქართველო სხვა დანიშნულებით სჭირდებათ, უხეშად რომ ვთქვათ, საზარბაზნე ხორცად იმ დაპირისპირებაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს სამწუხაროდ ევროპასა და რუსეთს შორის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.