ამერიკა ირანის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

ამერიკა ირანის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

ამერიკის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით სანქციების გამკაცრება მთელ რიგ კომპანიებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხებათ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობენ ირანის ბირთვულ პროგრამაში.

„ირანი სანქციების მკაცრი გავლენის ქვეშაა. ჩვენ გავამკაცრებთ ამ სანქციებს მანამ, სანამ ირანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს არ გახდის თავის ბირთვულ პროგრამას“,-განაცხადა ამერიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დევიდ კოპენმა.