სირიის პროვინცია ჰამაში 200-მდე ადამიანია მოკლული

სირიის პროვინცია ჰამაში 200-მდე ადამიანია მოკლული

სირიის ოპოზიციონერთა მტკიცებით, ხელისუფლების შეიარაღებულმა რაზმებმა ჰამას პროვინციის სოფელ ტრემსეხში 200-მდე სოფლის მაცხოვრებელი მოკლეს.

BBC-ის ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლებს ვეტმფრენებიდან და ტანკებიდან ესროდნენ. გუშინ გვიან ღამით, ქალაქ ჰომსში კიდევ 22 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, ჰომსის პროვინცია, როგორც ცნობილია, აჯანყებულების ხელშია, ადგილობრივი ოპოზიციონერების მტკიცებით, ხელისუფლების რაზმებმა კონტროლის აღების მიზნით დახოცეს სოფლის მაცხოვრებლები.