Coldplay -მ ბოლო ალბომის მოტივებზე კომიქსების სერია შექმნა(VIDEO)

Coldplay -მ ბოლო ალბომის მოტივებზე კომიქსების სერია შექმნა(VIDEO)

ჯგუფი Coldplay ბოლო ალბომის „Mylo Xyloto“-ს მიხედვით  გამოუშვებს კომიქსებს, რომელიც მთლიანად ამ ალბომს დაეფუძნება.

როგორც ვარაუდობენ, კომიქსებში საუბარი იქნება მომავლის ომზე სახელწოდებით, Mylo Xyloto.

ჯგუფი თავის ბოლო ფირფიტას, საერთო სიუჟეტის მქონე კონცეპტუალურ ალბომს უწოდებს.  მისი, ერთ-ერთი, წევრის კრის მარტინის ადრინდელი განცხადების მიხედვით კი, ეს  ალბომი, ორი პერსონაჟის Mylo-სა და Xyloto-ს სიყვარული ისტორიას მოგვითხრობს.

კომიქსების სიუჟეტის ავტორია, ცნობილი „კუნ-ფუ პანდას“ რეჟისორი მარკ ოსბორნი.

„Mylo Xyloto“-ს კომიქსების პირველი ექვსი თავის პრეზენტაცია 18-21 ივლისს, სან-დიეგოში გაიმართება. გაყიდვაში კი მომდევნო წელს გამოვა.

Coldplay-ს ბოლო ალბომი „Mylo Xyloto“- გასულ წელს გამოვიდა და ის ბრიტანული Billbord-ის ჩარტებში, რამდენიმე თვე მოწინავე პოზიციებს იკავებდა.