ვახტანგ ბალავაძეს ელექტროენერგიისა დასუფთავების გადასახადის განცალკევებაზე ინფორმაცია არა აქვს

ვახტანგ ბალავაძეს ელექტროენერგიისა დასუფთავების გადასახადის განცალკევებაზე ინფორმაცია არა აქვს

 პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე ინფორმაციას არ ფლობს წინასაარჩევნოდ მოხდება თუ არა ელექტროენერგიისა დასუფთავების გადასახადის განცალკევება.  

„სხვა მოდელი ფიზიკურად შეუძლებელი იყო რომ ყოფილიყო, თავის დროზე ამაზე შეთანხმება მოხდა. ადრეც ვთქვი, რომ გარკვეული მუშაობა ამ საკითხზე მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს და ხვალ რაღაც შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, მე ინფორმაცია არა მაქვს“, - განუცხადა from.ge-ს ვახტანგ ბალავაძემ.

შეგახსენებთ, რომ  ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთთან მიბმის წინააღმდეგია.