თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს დაიწყება

თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს დაიწყება

თბილისი მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. ფესტივალი 14 სექტემბერს დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას 14 უცხოური თეატრალური დასი მიიღებს. შედგება 30 ახალი ქართული სპექტაკლის პრემიერაც. 

თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ და ყოველწლიურად ტარდება. მისი  მიზანი ქართული თეატრისა და კულტურის, თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაციაა მსოფლიო კულტურული და ინტელექტუალური ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების რიგში.

„თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ერთ-ერთი, მათგანია მსოფლიოს იმ  მრავალრიცხოვან, დიდ, თუ პატარა ფესტივალებს შორის, რომელიც „ოცნებობს“, რომ

გაუძლოს დროს და მაყურებლის მოთხოვნას. 4 წლის წინ, დაფუძნებული ფესტივალი დღეს საქართველოში ერთერთი უმთავრესი კულტურული მოვლენაა.Yყოველ წელს, ფესტივალი არა მარტო საუკეთესო და ლეგენდარული სპექტაკლებისა და პერფორმანსების წარდგენის შესაძლებლობაა, არამედ გამოწვევის, დისკუსიისა და კამათის მცდელობა - საკუთარ თავთან,  მეგობართან, საზოგადოებასთან; კამათისა და დისკუსიის, რომელიც პატარა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს აზრებსა და ოცნებებზე.

ამიტომაც ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებული სიფრთხილითა და მაყურებლის

მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით დგება“,-ვკითხულობთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დაწვრილებითი ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://allshares.ge/download.php?id=26DDF3ED65