გაცოცხლებული ჰემინგუეი

გაცოცხლებული ჰემინგუეი

ამერიკული კინოს თემაზე მწერალი მას-მედიის ინფორმაციით, რეჟისორმა ფილ კაუფმანმა ახალ სურათზე მუშაობა დაიწყო. მისი სახელწოდებაა “ჰემინგუეი და გელჰორნი” და ცნობილი მწერალი ერნესტ ჰემინგუეის ცხოვრებას ეხება.

 

ჰემინგუეის როლს ბრიტანელი მსახიობი კლაივ ოუენი შეასრულებს. კლასიკოსის შეყვარებულისა და შემდეგ მისი ცოლის, სამხედრო კორესპონდენტი მარტა გელჰორნის როლს ნიკოლ კიდმანი გაასახიერებს.

 

ფილ კაუფმანმა ფილმში კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი მიიწვია: დევიდ სტრეიტეირნი მწერალი ჯონ დოს პასოსა იქნება, როდრიგო სანტორო – ესპანელი ლოიალისტი ზარა, პიტერ კოიოტი – გამომცემელი მაქსველ პერკინსი, მოლი პარკერი და პარკერ ჰოუზი – დიდი მწერლის მეორე და მეოთხე ცოლები, საბჭოთა ჟურნალისტი კოლცოვის როლს კი ტონი შილჰუბი ითამაშებს.

 

სურათი “ჰემინგუეი და გელჰორნი” დიდ ეკრანებზე 2012 წლის შემოდგომაზე გამოვა.