მაჰმუდ აჰმადინეჯადი: ამერიკას რეგიონისა და ნავთობის ოკუპაცია აქვს დაგეგმილი

მაჰმუდ აჰმადინეჯადი: ამერიკას რეგიონისა და ნავთობის ოკუპაცია აქვს დაგეგმილი

ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებით, დღეს 300 მილიონ ამერიკელს ერთი მუჭა ხალხი მართავს, რომელთაც რეგიონის ხელში ჩაგდება სურთ.

„ამერიკის პრეზიდენტი ხალხის არჩეული არ არის, მას ერთი მუჭა ხალხი ირჩევს, რომელიც 300 მილიონ ამერიკელს მართავს. მათი სურვილია პაკისტანისა და ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება, რეგიონზე კონტროლის დაწესება.

როდესაც მსოფლიოში მონათმფლობელობური წყობილება იყო, მაშინ ბევრად ნათელი იყო სიტუაცია, ვიდრე ახლა. დღეს შეიარაღებული ძალები ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, ერების წინაშე ისტორიაში გაუგონარ სიცრუეს იყენებენ. ისინი იპარავენ ხალხთა ქონებას და მიღწევებს“,-აცხადებს ირანის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ირანელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან“ მათ მტრებს გრძელვადიანი გეგემები გააჩნიათ მათთან მიმართებაში“.