აუდიტის სამსახურმა ნაცმოძრაობის  ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი  სამართალდამრღვევად ცნო

აუდიტის სამსახურმა ნაცმოძრაობის ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი სამართალდამრღვევად ცნო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის თენგიზ სარიშვილის მიერ, საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქისათვის საჩუქრად სატელიტური თეფშის გადაცემასთან დაკავშირებით შეისწავლა. აღნიშნულის შესახებ, შესაბამის განცხადებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ 2012 წლის ივნისში, ბარათაშვილის ქ.#99 კორპუსის ეზოში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას, ფოთის საკრებულოს წევრი თენგიზ სარიშვილი მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა, რა დროსაც იმავე კორპუსში მცხოვრებ ერთ-ერთ ქალბატონს, 74 წლის პენსიონერს ლუდა უდალოვას დაპირდა და მომდევნო დღეებში საჩუქრად გადასცა სატელიტური თეფში, რომლის დამონტაჟებაც სრულიად უსასყიდლოდ თავადვე უზრუნველყო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ფაქტი  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს ეწინააღმედეგება.

„რის გამოც თენგიზ სარიშვილი ცნობილი იქნა სამარათლადამრღვევად და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.