შვარცენეგერის 18 წლის შვილი სამსახიობო კარიერას იწყებს(VIDEO)

შვარცენეგერის 18 წლის შვილი სამსახიობო კარიერას იწყებს(VIDEO)

არნოლდ შვარცენეგერის შვილი პატრიკი მამის კვალს გაჰყვა და პირველი კინოროლიც მიიღო. როგორც გამოცემა The Hollywood Reporter-ი იუწყება, ახალგაზრდა მსახიობს იღებენ კომედიაში Grown Ups 2.

პატრიკ შვარცენეგერი განასახიერებს, ტეილორ ლოიტნერის, ფილმის მთავარი გმირის ძმას. ფილმის დირექტორია დენის დუგანი, რომელმაც Grown Ups 2 -ის პირველი ნაწილიც გადაიღო.  ფილმში ასევე ითამაშებენ მსახიობები: ადამ სენდლერი, სელმა ჰაიეკი, კევინ ჯეიმსი, კრის როკი და სხვები.

კომედიის სიკველი ეკრანებზე 2013 წლის ივლისში გამოვა. შეგახსენებთ, ფილმის ორიგინალური ვერსია ეკრანებზე 2010 წელს გამოვიდა, მასში რობ შნაიდერი, ადამ სენდლერი, სელმა ჰაიეკი და სხვები მონაწილეობდნენ. ფილმმა მსოფლიო გაყიდვებით 270 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა.

აქვე, ერთ ჰოლივუდურ ჭორსაც გაგაცნობთ, ამბობენ, რომ კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორისა და კინოვარსკვლავის, არნოლდ შვარცენეგერის ვაჟს პატრიკს, ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ხვდება.

წყვილის ოფიციალური წარმომადგენელები, მათი ურთიერთობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა თვითმხილველებმა ისინი  სანაპიროზე სეირნობის დროს შენიშნეს და  ირწმუნებიან, რომ  ერთად ბედნიერებიც ჩანდნენ.