ბექჰემების 1 წლის გოგონა, სური კრუზის დიდი კონკურენტია (VIDEO)

ბექჰემების 1 წლის გოგონა, სური კრუზის დიდი კონკურენტია (VIDEO)

ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის ქალიშვილს სურის „მოდურ ალბიონზე“ ახალგაზრდა კონკურენტი გამოუჩნდა.

საბავშვო სამოსის ბრიტანულმა ბრენდმა My1stYears,  ვარსკვლავთა მოდური შვილების რეიტინგი გამოაქვეყნა. სური კრუზს, რომელიც 2012 წლის დასაწყისში ყველაზე მოდური ბავშვად ითვლებოდა, მოუწია გზა ბევრად პატარა კონკურენტისთვის  ბექჰემების ქალიშვილი ჰარპერ სევენისთვის დაეთმო. პირველი ადგილი რეიტინგში სევენმა დაიკავა, ბრენდმა ის მსოფლიოში ყველაზე მოდურ ბავშვად აღიარა.

 უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პატარა ასაკისა, ჰარპერმა 11 თვისამ გააფორმა თავისი პრველი მილიონიანი კონტრაქტი.

„ოღონდ გვარად ბექჰემი იყოს და მის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს!“ - როგორც ჩანს, სწორედ ასეთი პრინციპით მუშაობს ზოგიერთი ცნობილი კომპანიის სარეკლამო ჯგუფი.

რატომ აღიარეს ჰარპერ სევენი მოდური სტილის ხატად? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველი, ის მართლაც ძალიან მოდურად იმოსება. მეორე დედამისი მსოფლიოში, ერთ-ერთი, ყველაზე მოდური ქალია და მესამე ჰარპერს აქვს სავსე გარდერობი, რომელშიც მხოლოდ საუკეთესო დიზაინერების სამოსით ივსება.

ჰარპერის მამა,  ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ამბობს, რომ პატარას, დედამისივით, მხოლოდ ძვირადღირებული ნივთები მოსწონს. მისი დაბადების მომენტიდან ბექჰემების ოჯახში ყველაფერი შეიცვალა. გოგონას დაბადებამდე დევიდი ვერც წარმოიდგენდა, რომ ჰარპერის გარდერობში ამდენი ძვირფასი დიზაინერული ნამუშევარი იქნებოდა თავმოყრილი.

მეორე ადგილი რეიტინგში ბრირტანელი ტელეწამყვანის ამანდა ჰოლდენის შვილმა ჰოლი როუზმა დაიკავა, რომელსაც ჰარპერმა ხმებისრაოდენობის მხოლოდ 1%-ით გაუსწრო.

რეიტინგში შევიდნენ  მოდური მშობლების, არანაკლებ მოდური შვილები. მესამე ადგილი ბიონსეს ბიჭმა დაიკავა. სური კრუზი, კი რეიტინგში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.