Walt Disney კორეას უჩივის

Walt Disney კორეას უჩივის

ამერიკული სტუდია Walt Disney კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას საავტორო უფლებების დარღვევეაში ადანაშაულებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკული სტუდია სახელმწიფოს მულტფილმის გმირების “მითვისებაში ადანაშაულებს. „Walt Disney-ს არ მიუცია უფლება ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის მისი პერსონაჟები გამოეყენებინა“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, საქმე იმაში გახლავთ,რომ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისადმი მიძღვნილ კონცერტზე დისნეის პერსონაჟები გამოჩნდნენ. კონცერტი ტელევიზიით გადაიცა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პერსონაჟები ცნობილი მულტფილებიდან „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და „ ლამაზმანი და მახინჯი“.