რუსეთის მოქალაქეობის მიღება ადვილდება

რუსეთის მოქალაქეობის მიღება ადვილდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის დავალების შესრულებას დაიწყებს.

 ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, საგარეო საქმეთა სამინისტომ მეფის რუსეთის იმპერიიდან და საბჭოთა კავშირიდან გაქცეულების  შთამომავლობას, რუსეთის მოქალაქეობის მიღება უნდა გაუადვილოს.  პუტინის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ბევრ ჩვენს თანამემამულეს სურვილი აქვს ჩვენი სამშობლოსთვის რაიმე კარგი გააკეთოს. „ბევრს სურვილი აქვს მხარში დაუდგეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ კი ხშირად ბევრ წინააღმდეგობას ვუწყობთ მათ“,-აღნიშნა პუტინმა.  

„პრეზიდენტის ეს დავალება მნიშვნელოვანი პოლიტიკური დავალებაა და ჩვენ მის რეალიზებას პრიორიტეტს აუცილებლად მივანიჭებთ“,-განაცხადა ლავროვმა.