ცხინვალში როლანდ ჩიტაევის  ცხედარი იპოვეს

ცხინვალში როლანდ ჩიტაევის ცხედარი იპოვეს

ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ ვანათში დღეს დილით 7 საათზე, ნაპოვნია გენერალური პროკურატურის საგამომძიებო განყოფილების უფროსის როლანდ ჩიტაევის ცხედარი, რომელიც გუშინ საღამოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. ცხედარის ორი ტყვია მიბჯენით აქვს ნასროლი.

გუშინ საღამოსვე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დააკავეს ორი პიროვნება, რომელიც ჩიტაევის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილი. პროკურატურა მათ ვინაობას არ ახმაურებს. მათივე განცხადებით, დაკავებულები ნასვამ მდგომარეობაშ იმყოფებოდნენ, ამიტომ მათი დაკითხვა ვერ მოხერხდა.