„მართლმადიდებელ ხელმომწერთა საორგანიზაციო კრებული

„მართლმადიდებელ ხელმომწერთა საორგანიზაციო კრებული" : წმინდა სინოდმა ID ბარათებთან დაკავშირებული საკითხის იგნორირება მოახდინა

"მართლმადიდებელ ხელმომწერთა საორგანიზაციო კრებული" სინოდის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც ელექტრონულ ბარათებათან დაკავშირებით იქნა მიღებული.

ამასთან დაკავშირებით საორგანიზაციო კრებული განცხადებას ავრცელებს, სადაც ისინი ელექტრონული პირადობის ბარათების თაობაზე წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო გულისტკივილს გამოთქვამენ. მათი თქმით, სინოდის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული საკითხის განხილვა ვიწრო ჭრილში მოხდა და არა როგორც ელექტრონული მმართველობის ჭრილში, როგორც უნდა განხილულიყო.

„სიტყვების მანიპულაციით ცალსახა შეფასებაა აღნიშნულ საკითხზე, როგორც ანტიქრისტეს ბეჭდის არსებობა-არარსებობის შესახებ, რითიც მეორეს მხრივ ფარავს მორწმუნეთა მთავარ მოთხოვნას და არაფერს ამბობს ამგვარი მოწმობების მეშვეობით ღვთისგან ბოძებული ნების შელახვისა და ხელყოფის შესახებ, რომელიც ნამდვილად ეწინააღმდეგება საღვთო და ქრისტიანულ სწავლებას. ღმერთმა ადამიანი შექმნა მის ხატებად და ნიჭად უბოძა თავისუფალი ნება ანუ თვითმფლობელობა, რომლის შელახვასაც არ შეიძლება რომ ეკლესია ეთანხმებოდეს. ამდაგვარ კონტროლის საშუალებას, ადამიანი მიყავს ბოროტის მანქანებამდე და მართვად ზომბირებულ არსებამდე. სინოდს ეს საკითხი სხვა ეკლესიების მსგავსად უნდა განეხილა, როგორც ელექტრონული მოწმობებისა და ელექტრონული მმართველობის ჭრილში და არა ვიწრო გაგებით მხოლოდ ID ბარათი, როგორც კრებას აქვს ეს წარმოჩენილი", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ რომ წმ. სინოდმა საკითხის იგნორირება მოახდინა. იგი გადააკეთა, რის გამოც ხალხი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.

შეგახსენებთ, წმ. სინოდმა ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით განჩინება 5 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ოფიციალურ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ "სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები".

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მეუფე იობმა მრეევლს  კვლავ მოუწოდა,  რომ არ აიღონ ელექტრონული ბარათები. მეუფე იობის განცხადებით,  ID ბარათებზე სინოდის გადაწყვეტილება შეცვლილია - ეს განცხადება მეუფე იობმა რუისის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე გააკეთა.მან , კვლავ მოუწოდა მრევლს რომ არ აიღონ ელექტრონული ბარათები.

 "პატრიარქმა თქვა, რომ ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ რადგან არსებობს ხალხში აზრთა სხვადასხვაობა მოეთხოვოს მთავრობას, რომ გასცეს ალტერნატიული ბარათებიო, ანუ ჩიპების გარეშე. საღამოს კი ტექსტი შეცვალეს და თქვეს, რომ ეს არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, ამიტომ მისი აღება შესაძლებელიაო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ეკლესიაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ხალხი არის დიდ გაუგებრობაში. მე მოგიწოდებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ეგ ბარათები. ვინც მას აიღებს სულიწმინდის მადლი განეშორება. ხელისუფლება ითვალისწინებს სექტანტების გადაწყვეტილებებს და ჩვენსას არ ითვალისწინებს,"- განაცხადა მეუფე იობმა ქადაგებისას.