ირანი ერთკვირიან სამხედრო სწავლებას იწყებს

ირანი ერთკვირიან სამხედრო სწავლებას იწყებს

ირანის ჩრდილო-დასავლეთით ერთი კვირის განმავლობაში საჰაერო ძალები ერთკვირიან სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ.

ირანის საჰაერო თავდაცვის შტაბის „ხათამულ ანბიას“ მეთაურის, გენერალ-პილოტის ალირზა საბახიფერდის განაცხადებით, ერთკვირიანი სწავლება ირანის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების მიზნით გაიმართება.

„სწავლების დროს დამუშავდება სპეციალური მანევრები, აგრეთვე მოხდება საჰაერო ძალების სრულ მზადყოფნაში მოყვანა ნებისმიერი მუქარის შემთხვევაში“,-განაცხადა საბახიფერდმა.