„არჩევნის თავისუფლებისთვის“ ქუთაისში შეხვედრას მართავს

„არჩევნის თავისუფლებისთვის“ ქუთაისში შეხვედრას მართავს

 ამ წუთებში ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს  ხვდებიან.

 შეხვედრას იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, საარჩევნო საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები  ესწრებიან.

 შეხვედრაზე იმყოფებიან ასევე  კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“  წევრები - ირაკლი მელაშვილი, კოტე კანდელაკი და მაგდა პოპიაშვილი.

შეხვედრის მთავარი თემა კამპანიის   „ეს შენ გეხება“  საქმიანობა და მისი პოპულარიზაციაა რეგიონებში.

გარდა ამისა, შეხვედრაზე მთავარ საკითხებად  ადამიანის უფლებათა საკითხები, საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთობის პრობლემები წამოიჭრა.

 კოალიცია  „არჩევნის თავისუფლებისთვის“  საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან, აგრეთვე, აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრებს დღეიდან იწყებს. შეხვედრების მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის   „ეს შენ გეხებას“  თაობაზე, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ; აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე.

 შეხვედრების შემდეგ კოალიცია დააფუძნებს ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგროვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

კოალიცია  „არჩევნის თავისუფლებისთვის“ იმერეთის კოორდინატორად ტატო ლილუაშვილი დაინიშნა.