საფრანგეთი და თურქეთი შერიგდნენ

საფრანგეთი და თურქეთი შერიგდნენ

საფრანგეთის და თურქეთის პირველმა დიპლომატებმა, რამდენიმეთვიანი „გაბუტვის“ შემდეგ, შერიგების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

საფრანგეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტი ზამთარში „სომხეთის გენოციდის“ აღიარებასთან დაკავშირებით წარმოიშვა. ფრანგებისგან სომხების  გენოციდის აღიარება ნიკოლა სარკოზიმ მოითხოვა. საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა წინა მთავრობის საგარეო კურსის შეცვლა გადაწყვიტა.

„ ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მეტმა ფრანგმა მეწარმემ იმუშაოს თურქეთში, ჩვენ ვაპირებთ დიდი სავაჭრო კავშირების დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე ვცდილობთ გავამყაროთ კულტურული ურთიერთობები და ვცდილობთ, რომ ნაკლები პრობლემები გვქონდეს.მართალია, ბოლო თვეების განმავლობაშ ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, თუმცა დღეიდან გაუგებრობას ბოლო მოეღო“,-განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ყურადღებით გადავხედავთ იმ საკითხებს, რამაც საფრანგეთსა და თურქეთს შორის გაუგებრობები გამოიწვია და მოვძებნით გზებს, რომელიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს ურთიერთობებს“,-აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა. 

მართალია, ნიკოლა სარკოზის ინიცაიტივა სომხეთის გენოციდთან დაკავშირებით სენატმა არ აღიარა, თუმცა თურქეთმა იანვარში საფრანგეთიდან ელჩი გაიწვია და გაყინა ერთობლივი სამხედრო ოპერაციები. საპასუხოდ, თურქმა მოსახლოებამ პარიზსა და სტამბულში მრავალათასიანი მიტინგები მოაწყო.