2012 წლის პირველ ნახევარში შვიდმა ქვეყანამ და ორმა საერთაშორისო კომპანიამ კოსმოსური ხომალდების 35 გაშვება მოაწყეს.
პირველად, კოსმოსის ისტორიაში, ჩინეთმა რუსეთს გადაუსწრო. მან ექვსი თვის განმავლობაში 10 -ის, რუსეთმა 9-ის, ხოლო ამერიკამ მხოლოდ 8 ხომალდის გაშვება მოასწრო. იაპონიამ, ინდოეთმა, ირანმა, კორეამ და კონსორციუმმა Sea Launch-მა მხოლოდ თითო-თითო რაკეტის გაშვება მოახერხეს. რუსეთმა კოსმოსში გაშვება „პროტონიოსა“ და „სოიუზის“ საშუალებით, ხოლო ამერიკამ „ატლას 5“-ის, „დელტა 4“-ის, აგრეთვე „ფალკონ 9“-ისა და „პეგას XL“ -ის საშუალებით მოახერხა.