მერაბიშვილი : ბაჩოსთვის ძალიან ძნელი იქნება მუშაობა

მერაბიშვილი : ბაჩოსთვის ძალიან ძნელი იქნება მუშაობა

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის შეფასებით, ბაჩო ახალაისთვის  ძალიან ძნელი იქნება მუშაობა. ეს განცხადება მან დღეს პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

„ბაჩოსთვის იქნება ძალიან ძნელი მუშაობა. შენარჩუნებაც კი იმ დონის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩო განავითარებს და დაამტკიცებს, რომ პოლიციაში გატარებული რეფორმა არის მტკიცე.  მინისტრის ცვლილება არაფერს შეცვლის და ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ მას ჰყავს პოლიციის ინსტიტუტი, რომელმაც განიცადა არნახული განვითარება და არის საამაყო თითეული ქართველისთვის, პატრიოტისათვის. დარწმუნებული, ვარ რომ ქართული პოლიცია კვლავაც იქნება ერთ-ერთი დასაყრდენი  ქართული რეფორმების, საქართველოს სტაბილურობისა და განვითარების. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვამაყობ რომ ვიყავი მთავრობის წევრი და შს მინისტრი“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე კარგი წლები იყო როდესაც შს მინისტრი იყო და ამიტომ  ყველა პოლიციელს, ვინც არნახული საქმე გააკეთა მადლობა გადაუხადა.