სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის სამსახურში ისევ დავდგები, მაგრამ ეს  ფოთის ან სხვა ოლქის მაჟორიტარად ჩემი კანდიტატურის დაყენებას  არ ნიშნავს

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის სამსახურში ისევ დავდგები, მაგრამ ეს ფოთის ან სხვა ოლქის მაჟორიტარად ჩემი კანდიტატურის დაყენებას არ ნიშნავს

პარტია „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცცნების“ სახელით ფოთში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დასახელებას უარყოფს და განცხადებას ამის შესახებ, facebook - ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

როგორც ზურაბიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, ის უთუოდ დაბრუნდება  სამშობლოში,  ფოთის სამომავლო გეგმებით უთუოდ დაინტერესდება და  ამ ქვეყნის სამსახურში ისევ დადგება, თუმცა ეს მისი თქმით,  ფოთის ან სხვა ოლქის მაჟორიტარად  მისი კანდიტატურის დაყენებას  არ ნიშნავს.

„მე ასეთი აზრი არსად მიხსენებია პირიქით,  ყველაგან მაქვს გამოცხადებული,  რომ არცერთი პოსტისთვის არა ვემზადები და კანდიდატი არსად  არ ვარ.  მე ან მეტის ან ნაკლების ამბიცია მაქვს და არ ვიცი ჯერ კიდევ როდის მოვა ამისი დრო... ასე რომ დღევანდელი სპეკულაცია ჩემი სახელით სრულიად უსაფუძვლოა,  ან მხოლოდ ჭორებზე აგებული იმათგან,  ვისაც რაღაც კონკრეტული ადგილი  უნდა მიმიჩნიოს ან უფრო ცუდ შემთხვევაში, ჩემი ამ ამპლუაში ჩაკეტვა ვიღაცის ინტერესებს ემსახურება, ჩემ გეგმებს კი არა. ამ ჭორებში მაინც ერთი ჭეშმარიტება დევს... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფოთი საქართველოს ფილტვია“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ეს ქალაქი ასე უაზროდ მიტოვებული არ უნდა იყოს.

„არც ტყუილ დაპირებების სხვერპლი (თავისუფალი ზონის მაგალითზე) ფოთი არის ღირსი ნამდვილი განვითარების გეგმის და სერიოზული ზრუნვის, სამწუხაროდ ამ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება დაწყებული ყარსის რკინისგზით და სატრანსპორტო პოლიტიკის უქონლობით, ფოტის პერსპექტივები შავი ზღვის გავლით ევროპის კარი გამხდარიყო არ იქნა გამოყენებული და დაიკარგა“, - აცხადებს ზურაბიშვილი.