თურქეთის პოლიციამ სამი ქართველი ქურდობის ფაქტზე დააკავა

თურქეთის პოლიციამ სამი ქართველი ქურდობის ფაქტზე დააკავა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დააკავა. დაკავებულთა ვიანოაბა არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამივე მამაკაცია: 39 წლის დავითი, 40 წლის დავითი და ასევე 40 წლის ტარიელი.

საქართველოს მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც მათ მაღაზიიდან 450 ამერიკული დოლარის ღირებულების ქურთუკი გამოჰქონდათ. მოპარაული ნივთები მათ მაღაზიებიდან სპეციალური ჩანთებით გამოჰქონდათ, რომელთა დაფქსირებასაც დექტეტორები ვერ ახერხებდნენ.

დაკავების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სასამარტლო უახლოეს დღეებში გაიმართება.

უცხოეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა არაოფიციალური მონაცემებით, რამდენიმე ათასს აჭარბებს. ასევე გადაუმოწმებელი ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის და თურქეთის ციხეებში იხდის სასჯელს.