იტალიის და ესპანეთის პრემიერმინისტრებმა იანუკოვიჩს  ტიმოშჩენკოს მოინახულების ნებართვა სთხოვეს

იტალიის და ესპანეთის პრემიერმინისტრებმა იანუკოვიჩს ტიმოშჩენკოს მოინახულების ნებართვა სთხოვეს

ევრო-2012-ის ფინალურ მატჩზე ჩასულმა იტალიისა და ესპანეთის პრემიერმინისტრებმა ციხეში უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშჩენკოს მონახულება გადაწყვიტეს. მარიო მონტიმ და მარიანო რახოიმ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს  სთხოვეს, ციხის საავადმყოფოში ტიმოშჩენკოს მონახულების უფლება მიეცა.

უკრაინაში ევროკავშირის ელჩი ჟოზე პიტნუ ტეიშეირი ორჯერ-მაისსა და ივნისში შეეცადა ტიმოშჩენკოს მონახულებას, თუმცა უშედეგოდ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი იტალიისა და ესპანეთის პრემიერმინისტრებთან ერთად,  ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებს ელოდება.