მერაბიშვილი: დასაქმების სამინისტრო უმუშევარ მოქალაქეთა ბაზას შექმნის და მათ დასაქმებაში დაეხმარება

მერაბიშვილი: დასაქმების სამინისტრო უმუშევარ მოქალაქეთა ბაზას შექმნის და მათ დასაქმებაში დაეხმარება

დასაქმების სამინისტრო უმუშევარ მოქალაქეთა ბაზას შექმნის და მათ დასაქმებაში დაეხმარება. განაცხადა  პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა დღეს, ახალი მინისტრის წარდგენისას.

„დასაქმების სამინისტრო მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება და მალე ჩამოაყალიბებს კონცეფციას, შექმნის ბაზებს, აღწერს საქართველოში არსებულ ყველა უმუშევარს, მოიძიებს ვაკანსიებს, ის დაეხმარება დაუსაქმებელ ადამიანს სამსახურის მოძიებაში. სამინისტრო დაეხმარება მოქალაქეებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. რაც  ყველაზე მთავარია უწყება კორდინაციას გაუწევს მთავრობის წევრებს, რომ თითოეული სამინისტრო იყოს კოორდინირებული დასაქმებისკენ“,- განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ პაატა ტრაპაიძეს პოლიტიკასთან ადრე არსადროს ჰქონია შეხება, მაგრამ ის წარმატებული ბიზნესმენია და ერთ-ერთ  კუთვნილ საწარმოში 700 საქართველოს მოქალაქე დაასაქმა.

-