სახალხო კრებამ ფონდი ქომაგის მიმართ განოხრციელებული ძალადობის ფაქტები დაგმო

სახალხო კრებამ ფონდი ქომაგის მიმართ განოხრციელებული ძალადობის ფაქტები დაგმო

"სახალხო კრება" ფონდი "ქომაგის" მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით სახალხო კრებამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ფონდის მიმართ განხორციელებული შეტევები  ხელისუფლების მხრიდან არსებული პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა და დაგმო აღნიშნული ფაქტები.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება ყოველდღიურად ამძიმებს ისედაც კრიტიკულ წინასაარჩევნო გარემოს და სულ უფრო მეტად აძლიერებს ზეწოლას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე.

ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიებები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგისაც“ შეეხო, რომელიც პოლიტიკურად რეპრესირებული მოქალაქეების დახმარებას ახორციელებს. პირველი შეტევის შემდეგ, როდესაც არსებულმა რეჟიმმა დაყადაღა საქველმოქმედო  ანგარიშები, ფონდმა ალტერნატიული სამართლებრივი გზა მონახა და გააგრძელა უსამართლოდ დაპატიმრებული მოქალაქეების დახმარება, რასაც მოჰყვა ტერორის კიდევ უფრი გაძლიერება სააკაშვილის ხელისუფლების მიერ.

საქართველოს პროკურატურამ, პერმანენტულად დაიწყო ვითომდა მოწმეების სტატუსით იმ მოქალაქეების დაბარება, ვინც მიმართა ფონდს დახმარებისათვის და არნახული ზეწოლა განახორციელა მათზე დაშინების გზით.

„სახალხო კრება“ გმობს ყოველგვარ ძალადობას და აცხადებს, რომ ფონდ „ქომაგის“ მიმართ განხორცილებეული ყველა შეტევა არსებული ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელება, რომ ყველა მეთოდით აღკვეთოს ქვეყანაში განსხვავებული აზრი და აიძულოს საკუთარი მოქალაქეები მონურად ემორჩილებოდნენ მას“, - აღნიშნულია განცხადებაში.