მსოფლიოს აღიარებული არტისტები, პან გი მუნს ღია წერილით მიმართავენ

მსოფლიოს აღიარებული არტისტები, პან გი მუნს ღია წერილით მიმართავენ

მსოფლიოს 30-ზე მეტმა საერთაშორისოდ აღიარებულმა არტისტმა, მსახიობებმა და მხატვარმა, მათ შორის იოკო ონომ, სკარლეტ იოჰანსონმა და ენი ლენოქსმა ხელი მოაწერეს ღია წერილს გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის სახელზე. სადაც გაეროს სთხოვენ დაუყოვნებლივ მიიღოს ხელშეკრულება, რომელიც იარაღით  ვაჭრობას დაარეგულირებს.

გაეროს გენერალური ანსამბლეა, ნიუ-იორკში 2 ივლისიდან, 25 დღის განმავლობაში  იარაღით ვაჭრობის დარგულირების ხელშეკრულების მიღების საკითხს განიხილავს.

„ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული ტყვიის რაოდენობა, დედამიწაზე მცხოვრებ  თითოეულ ადამიანზე 2-2 ცალი მოდის.  ვერავინ იტყვის სად მიდიან და რამდენი ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ ეს ტყვიები“

„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადამწყვეტი ზომები მიიღოს. სრული და ეფექტური ხელშეკრულების მიღება იქნება  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს. ხელშეკრულება, ბოლოს მოუღებს ადამიანთა უაზრო დაზიანებებსა და სიკვდილს, შეიარაღებული კონფლიქტების დროს. აღნიშნული დოკუმენტის მიღების  გადაწყვეტილება, ამ ადამიანებისთვის აუცილებელი, შეიძლება ითქვას, სიკვდილ სიცოცხლის საქმეა“- ნათქვამია წერილში.

განცხადებას ხელს აწერს ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ და მსოფლიო სიღარიბესთან მებრძოლი პროგრამა Oxfam-ი, რომელშიც დიდი ბრიტანეთის, ამერიკის მექსიკისა და სხვა ქვეყნის წარმოამდგენლები შედიან.

ხელმოწერილი ღია წერილი გაეროს ბრიტანელი სამხედრო ფოტოგრაფის, სირიაში, ქალაქ ჰომსში დაჭრილი პოლ კონროის შუამდგომლობით გადაეცემა. ჰომსში მომხდარ შემთვევას ემსხვერპლა პრესის ორი წარმომადგენელი. იმ დღეს, კონროისან ერთად, იმყოფებოდნენ ბრიტანული გაზეთის Sunday Times  ჟურნალისტი მერი კოლვინი და ფრანგი ფოტოკორესპოდენტი რემი ოშლიკი.