Regnum: როგორ იხსნა

Regnum: როგორ იხსნა "უსირცხვილო“სააკაშვილმა დასავლეთი „დიქტატორ" ლუკაშენკოსგან

ამ სათაურით აქვეყნებს რუსული სააგენტო პოლონურ სააგენტოზე Gazeta Wyborcza-ზე დაყრდნობით, სტატიას ლუკაშენკო- კომპროვსკის სავარაუდო სკანდალის შესახებ. კიევში ევრო-2012 ფინალურ მატჩზე პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი აშკარდ გაურბოდა „ევროპის უკანასკნელ დიქტატორთან“ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრას, რომელიც თავის შვიდი წლის ვაჟთან კოლიასთან ერთად ესწრებოდა იტალია-ესპანეთის მატჩს. ამაში კი პოლონეთის პრეზიდენტს  დაეხმარა სააკაშვილი. იმისათვის, რომ მოსალოდნელი სკანდალი თავიდან აეცილებინა, მიხეილ სააკაშვილი შეეცადა მაქსიმალურად გაერთო ლუკაშენკო. ის, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი საფინალო მატჩს დაესწრებოდა, 27 ივნისს გახდა ცნობილი. მას შემდეგ პოლონელი „მემარჯვენეები“ მოუწოდებდნენ ვიქტორ იანუკოვიჩს, ლუკაშენკო პერსონა ნონ-გრანტად გამოეცხადებინა და მისთვის უკრაინაში ჩასვლის უფლება არ მიეცა, რათა ეს „საშინელი შეხვედრა“ არ მომხდარიყო. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი იძულებული გახდა ოპოზიციონერებისთვის მოეწოდებინა, პოლიტიკა სპორტში არ აერიათ.

პოლონეთის პრეზიდენტმა კიევში ყოფნა მაქსიმალურად პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ის მატჩის წინ უკრაინელ ოპოზიცონერებსა და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვჩს პირისპირ შეხვდა.

„ წინ, უკრაინა! ჩემთვის „წინ, უკრაინა!“ ნიშნავს გამუდმებულ სწრაფვას ევროპული ინტეგრაციისკენ “,-განაცხადა კომოროვსკიმ შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის მომავალი არჩევნების შესახებ და განაცხადა, რომ პოლონეთი 60-მდე დამკვირვებელს გამოუშვებს უკრაინაში, რათა გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეუწყოს ხელი.

უკრაინელ ოპოზციონერებთან შეხვედრისას, პოლონეთის პრეზიდენტმა მოითხოვს მისი მოკითხვა გადაეცათ იულია ტიმოშჩენკოსთვის. უკრაინელმა ოპოზციონერებმა კომოროვსკის ორი მაისური გადასცეს წარწერით „თავისუფლება იულია ტიმოშენკოს!“ და სთხოვეს ერთი ცალი მაისური კომოროვსკის ვიქტორ იანუკოვიჩისთვის გადაეცა, თუმცა უკრაინული მასმედიის წარმომადგენლებს ეჭვი ეპარებათ, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინელი ოპოზციონერების თხოვნა შეასრულა.