ცაგარეიშვილი: მერაბიშვილმა პოლიციური ტერორი დაამყარა

ცაგარეიშვილი: მერაბიშვილმა პოლიციური ტერორი დაამყარა

 ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ფრაქციის სხდომაზე მინისტრთა ახალი კაბინეტს იბარებს."ფრაქციის სხდომაზე უნდა მობრძანდეს ბატონი ვანო მერაბიშვილი მინისტრებთან ერთად და მათთან უნდა გავიაროთ ყველა საკითხი, რომელიც გვაინტერესებს", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა, რომელიც ამ საკითხს ხვალ ბიუროს სხდომაზე დააყენებს.

"მერაბიშვილმა პოლიციური ტერორი დაამყარა, ის მართავს ქვეყანას, ისე როგორც მიხეილ სააკაშვილს აწყობს, ამიტომ მოხდა მისი პოლიტიკური სტატუსისა და მდგომარეობის ფორმალიზება და მას  ჩააბარეს არჩევნების მთელი სამზადისი. უშუალოდ მას აჰკიდეს პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო ვითარებაზე, რაც საშიშია. დარწმუნებული ვარ, მერაბიშვილი პრემიერის პოსტზეც ისე მოიქცევა, როგორც შს მინისტრად ყოფნის დროს, როცა მიტინგებს არბევდა,"- აღნიშნა ოპოზიციონერმა ცაგარეიშვილმა. იგი დარწმუნებულია, რომ ახალი სამთავრობო პროგრამა “ძველისგან მრავალჯერ გადაწერილი იქნება”.