ჰამასის ლიდერს 54 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

ჰამასის ლიდერს 54 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

ისრაელის სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთ ლიდერს იბრაჰიმ ჰამადს 54 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო 2000 წლიდან დაწყებული მთელი რიგი ტერაქტების , ე.წ „მეორე ინტიფადის“განხორციელებაში.

ჰამასის მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად მოკლულია  ისრაელის  46 მოქალაქე, დაახლოებით 400-მდე დაჭრილია.  ისრაელის პოლიციამ დაახლოებით 8 ტერაქტის აღკვეთა შეძლო.

47 წლის ჰამასის ლიდერს ისრაელის სპეცსამსახურები 1998 წლიდან ეძებდნენ. 2006 წელს ისრაელის სპეცსამსახურებმა ჰამადი დააკავეს. „ჰამასი“ ცდილობდა ისრაელი ჯარისკაც გილად შალიტში მოეხდინა ჰამადის გაცვლა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ისრაელის მხარემ „ჰამასს“ ლიდერი არ გადასცა.