ქართული ღვინო იტალიის ბაზარზეც შევა

ქართული ღვინო იტალიის ბაზარზეც შევა

საქართველოში იტალიის საელჩოში ქართული ღვინოს პრეზენტაცია მოეწყო.ორგანიზატორთა განცხადებით,  ახლო მომავალში ქართულ ბაზარზე იტალიური ღვინო გამოჩნდება, ხოლო ქართული ღვინის დაგემოვნებას იტალიაშიც შეძლებენ.

ქართველი ექსპერტების შეფასებით, ქართულ ღვინოს ევროპის ბაზარზე სოლიდური ნიშის დაკავების შანსი აქვს, რადგან ბოლო დროს იქ ბიოპროდუქტებზე, კერძოდ, ბიოღვინოზე მოთხოვნა დაახლოებით 200 პროცენტით გაიზარდა.

„ბიზნესი „ელკანას“ განცხადებით, ბიოღვინო მცირე რაოდენობით უკვე გავიდა გერმანიაში. მალე კი  თეთრი ბიოღვინო  იტალიაშიც გაიყიდება. საკითხი შეთანხმებულია. „ეს არის ტრადიციული წესით ქვევრში დამზადებული ქართული ღვინო, რომელიც თავისი სპეციფიური გემოთი და თვისებებით გამოირჩევა. ამ ღვინით დაინტერესდა ჩვენი იტალიელი პარტნიორი და მოძრაობა "სლოუ ფუდი”. მალე მხარეებს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდება.ბიოღვინოს დიდი რაოდენობით აწარმოებს ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საფრანგეთი, ამერიკა. საქმე ის არის, რომ ბიოღვინის სეგმენტი ჯერ კიდევ ღიაა. შეგვიძლია, შევიდეთ და დავმკვიდრდეთ, როგორც ბოიღვინის მწარმოებელი ქვეყანა“,-აცხადებენ „ბიზნესი „ელკანა“-ში.

სულ საქართველოდან ღვინის ექსპორტი 29 ქვეყანაში განხორციელდა.