მთავრობის ახალი სავარაუდო კაბინეტის განსხვავებული  ვერსიები

მთავრობის ახალი სავარაუდო კაბინეტის განსხვავებული ვერსიები

მთავრობის ახალი შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარედგინება. გავრცელებული ვერსიების თანახმად, ვანო მერაბიშვილს ბაჩო ახალაია შეცვლის, თავდაცვის მინისტრად კი გიგა ბოკერია დაინიშნება. განიხილება მეორე ვერსიაც, დიმიტრი შაშკინი, რომელსაც კულუარებში როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს უწინასწარმეტყველებენ. შაშკინის ადგილს კი გამოცდები ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე დაიკავებს.

სახელდება შინაგან საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი კანდიდატურა- ამირან მესხელი, რომელიც ამჟამად ვანო მერაბიშვილის მოადგილეა.

ახალი დასაქმების სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტი  შეიძლება ვერა ქობალიამ დაიკავოს, თუმცა მის სახელმწიფო მინისტრობასაც არ გამორიცხავენ.

ხვალ  საქართველოს პარლამენტს ახალი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი მთავრობის ახალ კაბინეტს დასამტკიცებლად წარუდგენს.