ეკა ბესელია: მცხეთაში,მოსახლეობა მოისმენს, როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება უკეთესობისკენ

ეკა ბესელია: მცხეთაში,მოსახლეობა მოისმენს, როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება უკეთესობისკენ

კოალიცია „ქართული ოცნების“   წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, მცხეთაში  დღევანდელი ღონისძიება იქნება საინტერესო. მოსახლეობა მოისმენს, რა პერსპექტივა ელოდება ოქტომბრის შემდეგ და როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება უკეთესობისკენ.

მისი თქმით, მოსახლეობა "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. ბესელიას განცხადებით ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ აქციაზე იმ წინადადებებს წარადგენს, რომლითაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება .

"ჩვენ ვნახეთ უკიდურესი გაჭირვება რეგიონში და ვნახეთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობა მიტოვებულია, მაგრამ განწყობა არის იმედიანი და არის დიდი მოლოდინი, რომ ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა და მოისმენს ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო მიმართვას", - განაცხადა  ქართულ ქართულო ოცნების  წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ.

ქართული ოცნების აქცია მცხეთაში  თეატრონთან  19:00 საათზე  დაიწყება.