არნოლდ შვარცენეგერი კინოში ბრუნდება

არნოლდ შვარცენეგერი კინოში ბრუნდება

ცნობილი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი, რომელიც 2003-2010 წლებში კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო კინოში დაბრუნებას გეგმავს.

 

მისი ყურადღება სამმა სცენარმა მიიქცია. მსახიობი ორ მათგანს არ ასახელებს, მაგრამ ერთზე დაწვრილებით საუბრობს.

 

რეჟისორ რენდალ უოლესის ფილმში “With Wings as eagles” არნოლდი ასაკში შესულ ჯარისკაცს ითამაშებს, რომელსაც ომის დასასრულს ბავშვების დახოცვას უბრძანებენ.

 

იგი ბავშვებს საიმედო ადგილზე დამალავს. ამ სცენარმა შვარცენეგერი ჯერ კიდევ პოლიტიკაში წასვლამდე დააინტერესა.

 

მსახიობის თქმით, გუბერნატორის თანამდებობამ მას 200 მილიონი დოლარი დააკარგვინა. დაკარგული როლები და ხარჯები დაახლოებით ამ თანხას შეადგენდა. მსახიობი არ ნანობს. უბრალოდ, უნდა მისი ოჯახი არ დაზარალდეს.

 

“ვერ ვიტანთ შენს სამსახურს, მეუბნებოდნენ ცოლი და შვილები, როცა ყოველ ორშაბათს დილით ლოს-ანჟელესის სახლს ვტოვებდი და მთელი კვირით მივფრინავდი შტატის დედაქალაქში სამუშაოდ. სულისშემძვრელი იყო”, - აღიარებს აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი.