რუსეთში „ბალოტნის საქმის“ დაკავებულთა დახმარების კომიტეტი შეიქმნა

რუსეთში „ბალოტნის საქმის“ დაკავებულთა დახმარების კომიტეტი შეიქმნა

რუსეთში დემონსტრაციების დროს დაკავებულ ოპოზიციონერთა დახმარების  „6 მაისის კომიტეტი“ შეიქმნა.  დღეისათვის დაკავებულია 14 დემონსტრანტი, რომელთაგან 12-ს უკვე სასჯელი შეეფარდა.

კომიტეტში „სოლიდარობის“, „სხვა რუსეთის“, „მემარცხენე ფრონტის“, „ავტონომიური ქმედების“, „თეთრი ლენტის“, რუსეთის სოციალისტური მოძრაობის, Occupy Moskow-სა და სხვა  ორგანიზაციის წარმომადგენლები შევიდნენ. მათი მიზანია მოსკოვში 6 მაისის საპროტესტო აქციისა და ყველა „მილიონების მარშში“ დაპატიმრებულ მონაწილეთა დაცვა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმეში ჩართვა მათ დასახმარებლად .

„6 მაისი კომიტეტმა“ 26 ივლისი „ბალოტნის საქმის“ დაპატიმრებულთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.