გიორგი ტუღუში: წლის განმავლობაში  წამებასთან გათანაბრებული  ფაქტებია დაფიქსირებული

გიორგი ტუღუში: წლის განმავლობაში წამებასთან გათანაბრებული ფაქტებია დაფიქსირებული

კონფერენცია  „მსოფლიო წამების გარეშე“ დაწყების წინ, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოს საპყრობილეებში პატიმრების არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა. ტუღუშის განცხადებით,  წლის განმავლობაში, როგორც საპყრობილეებში, ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორებში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებია დაფიქსირებული.

„წლის განმავლობაში  წამებასთან გათანაბრებული რამდენიმე ფაქტიცაა დაფიქსირებული. თუ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება, პრობლემები მუდმივად იარსებებს.  აუცილებელია, წამების ყველა მსხვერპლს უფლებები აღუდგეს და ამ კუთხით ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა ტუღუშმა.

კონფერენცია  „ მსოფლიო წამების გარეშე“  სახალხო დამცველისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტ „ემპათიას“ მიერაა ორგანიზებული.