მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად გადადგმული ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ივანიშვილი დღეს თბილისის დე ფაქტო მმართველია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენი რეგიონის ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ქვეყნის დემოკრატიის განადგურება და კრიმინალური რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონსა და მის ყველა ხალხს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.