ედიშერ გვენეტაძე: ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი  მაგნიტსკის სიაში შეეტანა

ედიშერ გვენეტაძე: ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი  მაგნიტსკის სიაში შეეტანა

არახალია მით უმეტეს საქართველოში კაცს სამშობლოს, ადამიანების სიყვარულისთვის, რომ დევნიდნენ. ეს დევნა კი იწვევს, ამ ცალკეული  ადამიანების და საერთოდ მთელი ერის  უფრო მეტად თავგანწირვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აშშ-ის მიერ დასანწცირებასთან დაკავშირებით.

გვენეტაძის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მაინც ვერ გაბედა, რომ ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა, ამასთან, აღნიშნავს იმასაც, რომ სამშობლოს თავისუფლებისა და ჭესმარიტი დამოუკიდებლობისადმი სიყვარულს ვერანაირი სანქცია ვერ შეაჩერებს.

“არახალია მით უმეტეს საქართველოში კაცს სამშობლოს, ადამიანების სიყვარულისთვის, რომ დევნიდნენ. ეს დევნა კი იწვევს, ამ ცალკეული  ადამიანების და საერთოდ მთელი ერის  უფრო მეტად თავგანწირვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

დამსანქცირებლებმა, რომ იცოდნენ თუ როგორი წინაპრები ჰყავდა ბიძინა ივანიშვილს - მაგალითად დემეტრე II, 100 ათასი ერთ დღეს წამებული, ბერი თევდორე, ქეთევან დედოფალი, პაატა სააკაძე, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, ილია, ზვიადი... რომლებიც პიროვნულად, შეგნებულად, წავიდნენ  იმაზე რაზეც წავიდნენ,  რასაც ჰქვია თავგანწირვა საქართველოსათვის. 

ეს რომ გაცნობიერებული ჰქონდეს დღევანდელი სანქციის ავტორებს  არ ჩაიდენდნენ იმ სამარცხვინო საქციელს  რომელიც ჩაიდინეს. თუმცა ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და სამშობლოზე გადაგებული მამულიშვილის სახელი  მაგნიტსკის სიაში შეეტანა.  

ამიტომაც  ყველამ მკაფიოდ  იცოდეს: ვერავითარი დასანქცირება ვერ შეაჩერებს იმ ერთადერთ  რამეს,    რომელსაც  "მალვა უნდა ვითა ცხენსა ნაპარავსა"  და  რომლის სახელია სამშობლოს თავისუფლებისა და ჭესმარიტი დამოუკიდებლობისადმი სიყვარული.” - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Aburjga Tasmanieli ედიშერ ენა გააჩერე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
13 საათის უკან
თომა ზუსტად ამის ნაირები აფუჭებენ სიტვაციას, ჩიტაძისგან არაფრით განსხვავდება, მაგნიტსკის სიაშიც შეიყვანენ უბრალოდ დროის ამბავია. ძალიან სამწუხაროა.
12 საათის უკან