„ჩვენ დავიცავთ“ – ვეტერანთა ლეგიონის განცხადება

„ჩვენ დავიცავთ“ – ვეტერანთა ლეგიონის განცხადება

ყოველგვარ ზღვარ სცდება გუშინდელი ინციდენტი, რომელიც გორის რაიონ სოფელ მერეთში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გაემიჯნება იმ ბანდიტურ ქმედებებს, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა ბანდიტებმა ჩაიდინეს ვერ გაემიჯნება იმას, რომ პოლიციამ სრული იმპოტენცია გამოავლინა კანონის დაცვისადმი და ვერ უზრუნველყო წესრიგი და თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება – შეხვედროდა თავის ამომრჩეველს!!

ვინაიდან ამგვარი შეხვედრები კვლავაც ბევრი გაიმართება და სამართალდამცავები ვერ ან არ უზრუნველყოფენ წესრიგის დაცვას, ვეტერანთა ლეგიონის კავშირი გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველვყოთ აღნიშნული შეხვედრების მშვიდობიანად ჩატარების ორგანიზება, მით უმეტეს რომ ჩვენი ორგანიზაციის თვითოეულ წევრს შეგნებული ცხოვრების ნაწილი რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში აქვს გატარებული, განსხვავებით ახლადგამოჩეკილი ე,წ. „ანტი რუსებისა“, რომელთა მთავარ მიზანს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

ვეტერანთა ლეგიონის სახელით

ლეგიონის თავმჯდომარე, მაიორი მალხაზ თოფურია