ე.წ. მასთ ქერზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ

ე.წ. მასთ ქერზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ

ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებული კანონპროექტს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. კომიტეტის სხდომა 17.00 საათზე ჩატარდება.

ხუთშაბათს კი პროექტზე პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.   

ცვლილება საარჩევნო კოდექსში შედის და მას 51-ე მუხლი ემატება, რომელიც  შემდეგი შინაარსის არის: „საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის სატელიტური მაუწებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება“.

პარლამენტი, ამ კვირას პროექტს დაჩქარებული წესით  განიხილავს და კენჭს უყრის.